ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სტელა რენიტას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საშუალოვადიანი პროგნოზები, ასევე არსებული და მომავალი საინვესტიციო პროექტები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის კონსულტანტი საჯარო სექტორის მიმართულებით ნატა პეიტრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები