ვოლსკი – ოპოზიციაზე: მთავარი სამიზნე არის ახალგაზრდები, მაგრამ მეორეა ის, ვინც სექტანტის აღტკინებით „ნაცმოძრაობას“ ემსახურება

“[ოპოზიციისთვის] წარუმატებლობის მთავარ მიზეზად განიხილება ის, რომ მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რომელიც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს და იცავს ნგრევისგან”, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ამ მიზნის მისაღწევად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ლარის კურსს უტევდნენ. მათი აზრით, შანტაჟის დიდი რესურსი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას სასჯელი მთლიანად გამოუტანონ და უთხრან, რომ ვინაიდან მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერთ, თავისუფალი მიმოსვლის ღირსი არ ხართო. ერთმა ჟურნალისტმა თქვა, პოლონეთში საზღვარზე რომ ვთქვი, მხარს „ქართულ ოცნებას“ არ ვუჭერო, ამ პირობით შემიშვესო. ეს სისულელე და ტყუილია, მაგრამ ეს მიმართულება მუშავდება და საკმაოდ დიდ სივრცეშია ეს პროპაგანდა და ტრენდი გავრცელებული. მთავარი სამიზნე არის ახალგაზრდები, მაგრამ მეორეა ის, ვინც სექტანტის აღტკინებით „ნაცმოძრაობას“ ემსახურება. ამ რეალობასაც დავძლევთ, რადგან უსამართლობის ეს ხარისხი იმ პრინციპებსა და წითელ ხაზებზე გადაბიჯებაა, რაც ევროპას უნდა ახასიათებდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები