გია ვოლსკი: თვითონ სასამართლოში დავა კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები

,,თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის ფუნდამენტი და საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ,,ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია, „ქართული ოცნების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.

„ლევან ბეჟაშვილი ის პიროვნებაა, რომელიც იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა, რომელიც აწამებდა და ეს წამების სისტემურობა სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა. არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა. იგივე მოხდება ახლაც ამ სასამართლოსთან დაკავშირებით – აქ იქნება თუ სტრასბურგში, აუცილებლად გაიხსენებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „ნაცმოძრაობას” ჩადენილი აქვს. მაგრამ აქ კიდევ ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი, სკანდალური თემა იკვეთება – ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში უნდა უჩივლონ „ქართულ ოცნებას”, უცხოელმა მეგობრებმა უკარნახეს. თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის ფუნდამენტი და საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები. ამაში მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებენ. ეს რეალობა სამწუხარო ფაქტია, თორემ სასამართლოში საქმის განხილვა უცხო არ არის და საერთოდ დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები