აფრიკის დასახლებაში მამაკაცი სარდაფში ცოცხლად ჩააბეტონეს – მკვლელობის დეტალებზე გარდაცვლილის და საუბრობს

„200 ლარის გამო 47 წლის მამაკაცი სარდაფში ცოცხლად ჩააბეტონეს“, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემას აფრიკის დასახლებიდან აცნობეს, რომ ცისკარიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი ბინის სარდაფში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
„მკვლელობა მოხდა ცისკარიშვილის ქუჩაზე, ბინაში, რომელიც არტურ გასპაროვს ეკუთვნოდა. ეს ადამიანი ალკოჰოლიკია და მასთან სულ ამ ტიპის ადამიანები იკრიბებოდნენ. გარდაცვლილიც მისი ძმაკაცი ყოფილა, ამბობენ, ფულის გამო მოუხდათ შელაპარაკებაო. ტაფა ჩაარტყეს , გათიშეს და იმავე ბინის სარდაფშიო ჩააბეტონეს. სავარაუდოდ, გონდაკარგული იყო. ითქვა, რომ ჯერ გარდაცვლილიც არ იყოო“,- ყვებიან მეზობლები.
გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი შარტავას ქუჩაზე მცხოვრები 47 წლის რამაზ ბადრიაშვილია. ის 28 აგვისტოს გაუჩინარდა და მთელი 3 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ბადრიაშვილი კარვით რამდენიმე დღით ურეკში აპირებდა გამგზავრებას, მატარებლის ბილეთიც აღებული ჰქონდა, თუმცა იმ დღეს მას თბილისი არ დაუტოვებია და აღარც ოჯახთან გასულა.
მატარებლის ბორტგამცილებელი თბილისის სადგურზე მის ყოფნას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ალკჰოლური სიმთვრალის გამო ვაგონში არ აუშვეს. მან ბადრიაშვილი ფოტოზე ამოიცნო და იქვე განმარტა, რომ დაკარგულს ორი პიროვნება ახლდა. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ეს ორი პიროვნება რეზო ახალაია და აშოტ გასპაროვი იყო.
როგორც გარდაცვლილის და ირინე ბადრიაშვილი ყვება, მისი ძმა მკვლელობაში ბრალდებულ რეზო ახალაიასთან მეგობრობდა და მასთან ხშირად რჩებოდა.
„ჩვენი ძალებით დავიწყეთ 5-6 სექტემბერს მოძებნა. ყველა გვეუბნებოდა, ბოლოს რომ ველაპარაკე, არტურ გასპაროვთან იყოო. ვურეკავდით ამ პიროვნებას და ტელეფონი სულ გათიშული ჰქონდა. შემდეგ მიაკითხეს სახლში, თანაც არერთხელ და ამბობდა, არ ვიცი, მე თვითონ ვეძებ, ხომ იცი, ჩემი ძმა არისო. სინამდვილეში გვატყუებდა და საკუთარ ბინაში ჰყავდა ჩემი ძმა დასაფლავებული. გასპაროვი ამბობდა, იმ დღეს საერთოდ არ მინახავს, ტელეფონით მელაპარაკა 26 აგვისტოსო.
საქმე რეალურად აშოტას დახმარებით გაიხსნა. ჩემი ძმა მათთან ერთად წავიდა გასპაროვის ბინაში. იქ კიდევ დალიეს. შელაპარაკება რა თემით დაიწყო, არ ვიცით, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს იმ თანხას, რომელიც ჩემს ძმას ედო ჯიბეში. 200 ლარი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მათთვის სერიოზული ფულია. ის ვიღაც რომ დააყაჩაღა ახალაიამ, იქაც დაახლოებით 200 ლარზეა საუბარი.
გარდაცვლილს თან არაფერი ჰქონდა, ფაქტობრივად შიშველი იყო ჩამარხული, პირადი ნივთები – კარავი, ფული, პირადობის მოწმობა გამქრალია.
ამ სარდაფში ამოთხარეს მიწა, ჩამარხეს ჩემი ძმა და ზევიდან დააბეტონეს. „სტიაშკა“ გააკეთეს, რომ ვერავის ეპოვა.
ახალაიას ტაფა ჩაურტყია თავში და ისე გაუთიშია. ფეხებზეც ჰქონდა დაზიანებები“,-განაცხადა გარდაცვლილის დამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები