სანდრო ბრეგაძე: ვფიცავ სამშობლოს და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება!

„ვფიცავ ჩემს სამშობლოს, ჩემს რწმენას, ჩემს შვილებს და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, რათა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდეს!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნას.
როგორც სანდრო ბრეგვაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველოში ერთსქესიანთა დაკანონების ლობირებისთვის 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შავი ფულია შემოსული.
მისი თქმით, მოძრაობა „ეროვნულები“ საკონსტიტუციო შესწორების პროექტს ამზადებს, რომელიც პარლამენტს 4-5 დღეში გადაეგზავნება.
ბრეგვაძის ინფორმაციით, ამ პროექტში ჩაიწერება, რომ საქართველოში ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თავისთავად გამორიცხავს!

„მოძრაობა „ეროვნულები“ ამზადებს საკონსტიტუციო შესწორების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თავისთავად გამორიცხავს! ეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა გახლდათ, რომელსაც მთელი საქართველო, ერთი მუჭა ლიბერასტებისა და ქართველოფობების გამოკლებით, აღფრთოვანებით შეხვდა! მაქსიმუმ 4-4 დღეში საკონსტიტუციო შესწორების პროექტი მზად გვექნება და მას საქართველოს პარლამენტში შევიტანთ. ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში განხილვების დასაწყებად პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის ხელმოწერაა საჭირო. იმედი გვაქვს, რომ დეპუტატები პროექტს ხელს მოაწერენ და მისი დაჩქარებული წესით განხილვასაც მხარს დაუჭერენ. მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ლობირებისათვის საქართველოში შემოსულია შავი ფული – 5 მილიონი დოლარი!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები