სკანდალური ჩანაწერი – რატომ სცემენ უკრაინელ მაღალჩინოსანს მეძავები

ტელეკომპანია „რაშა თუდეი“ უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ მაღალჩინოსნის სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.  კადრები ფარულად არის ჩაწერილი და მასზე ასახულია ევრომაიდნის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი ალექსანდრ მუზიჩკო, რომელსაც  მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სახეში ფეხსაცმლით სცემენ.
„პიკანტური ჩანაწერი დღეს ინტერნეტში გავრცელდა. ის ევრომაიდნის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის ალექსანდრ მუზიჩკოს მაზოხისტურ და გახრწნილ მისწრაფებებზე მეტყველებს. ეს არის ადამიანი, რომელიც კოშმარში ამყოფებდა უკრაინელ მაღალჩინოსნებს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს…როდესაც ამ ვიდეოს იხილავთ, შეიძლება გაიფიქროთ, რომ მუზიჩკოს აწამებენ, მაგრამ კადრებში არსად ჩანს  ხელბორკილები. თვალნათელია, რომ ის ამ „სიტუაციაში“ ნებაყოფლობით იმყოფება. მას მსუბუქი ყოფაქცევის 2 ქალი ფეხსაცმელს  პირდაპირ სახეში ურტყავს, რისგანაც ის სიამოვნებას იღებს.  აშკარაა, რომ მუზიჩკოს სექსუალური გადახრები აქვს“, – აცხადებს ტელეკომპანია „რაშა თუდეი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები