„ნებისმიერ ერთსქესიან წყვილს შეარჩევენ, რომელიც ქორწინების სახლში მივა და რეგისტრაციას მოითხოვს“
„მაცაცოდ“ წოდებული ვინმე გიორგი ტატიშვილი, იგივე გიორგი ჩხარტიშვილი და იგივე ვახტანგ ოქროპირიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართულ პოლიტიკაში მყოფი სხვა ულტრალიბერალური ძალების დაკვეთას ასრულებს!“ – მიაჩნია საქართველოს დემოგრაფიული საგადოება „XXI“-ს ხელმძღვანელს ზვიად ტომარაძეს.
როგორც ზვიად ტომარაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლო ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას დააკანონებს.
„დიდი ეჭვი მაქვს ვინმე, რომ „მაცაცოდ“ წოდებული ვინმე გიორგი ტატიშვილი, იგივი გიორგი ჩხარტიშვილი და იგივე ვახტანგ ოქროპირიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართულ პოლიტიკაში მყოფი სხვა ულტრალიბერალური ძალების დაკვეთას ასრულებს! დღეს საქართველოში მთავარი ულტრალიბერალური ძალა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიურ კურსს აგრძელებს, „რესპუბლიკური პარტიაა“! ამდენად, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკელებს“ მოვიაზრებ“, – აცხადებს „ასავალ-დასავალთან“ ზვიად ტომარაძე.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თუ გავითვალისწინებთ „მაცაცოს“ უკან მდგომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის წარმომადგენელს გიორგი პაპუაშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა, მაშინ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ალბათობის შანსი დიდია.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ამის გასაკეთებლად არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ვერაფერს გამოვრიცხავთ! თანაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან მდგომ ძალებს გარკვეული გარანტიები წინადაწინვე აქვთ მიღებული.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვფიქრობ, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდება – ნებისმიერი ერთსქესიან წყვილს შეარჩევენ, რომელიც ქორწინების სახლში მივა და რეგისტრაციას მოითხოვს. ამაზე უარს რომ მიიღებენ, ულტრალიბერალური ძალები ერთ ამბავს ატეხენ და სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. არგუმენტად კი მოიყვანენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სამოქალაქო კოდექსის ნორმა, რომლითაც მხოლოდ კაცისა და ქალის ქორწინება იყო დაშვებული. ასევე მოიშველიებენ ავადსახსენებელ „ანტისკრიმინაციულ კანონს“ და იტყვიან, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისრედიტაცია დაუშვებელია!
მოკლედ, ვფიქრობ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციას სასამართლოს ძალით მიაღწევენ“, – აცხადებს ზვიად ტომარაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.