“დოლარის კურსის მატებასთან ერთად, შესაძლოა, კვერცხის ფასმაც მოიმატოს”

„თუ ლარის კურსი 2,5-ს აცდება, ფასის მატება კვერცხზე გარდაუვალი გახდება“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა.
„სანაშენე ფრინველი შემოგვყავს ევროპიდან ან თურქეთიდან და აბსოლუტურად ყველაფერში ევრო ან დოლარია გადახდილი. ჩვენთან საწარმოო მიმართულებით ქართული ქათმის ცნება არ არსებობს. ქათმის 20-22 პროცენტი შემოდის ჰოლანდიიდან, დანარჩენი – თურქეთიდან.
არასწორმა პოლიტიკამ პრაქტიკულად დახურა მეფრინველეობის ფაბრიკები. „კოდა“ მხოლოდ 15 პროცენტს აწარმოებს. დღეს მხოლოდ ორი კომპანიაა – ნოზაძის მეგრინველეობის ფაბრიკა და „ჩირინა“, „ბიუ-ბიუს“ რომ ეძახიან. დიდი ფაბრიკები დაიკეტა“,- განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ თუ უახლოეს პერიოდში კვერცხი არ გაძვირდა, წამგებიანი ბიზნესი იქნება.
უჩუმბეგაშვილის თქმითვე, დღეს საქართველოში კონტრაბანდა აღარ არის, რისთვისაც მადლობა როგორც წინა ხელისუფლებას, ასევე ამჟამინდელ ხელისუფლებასაც ეკუთვნის.
მისივე თქმით, 5-6 თვეა კვერცხი ოფიციალურად ბელორუსიიდან შემოდის.
„დღეს საქართველოში აღარ არის კონტრაბანდა და შეგვიძლია ამისთვის მადლობა ვუთხრათ წინა ხელისუფლებასაც და ამჟამინდელსაც. დიდი ხანია თურქეთიდან და ირანიდან კვერცხი აღარ შემოდის. ბოლო 5-6 თვეა ბელორუსიიდან შემოდის“,-აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები