თბილისის საკრებულოს დელეგაცია აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვაშინგტონში შეხვედრების შემდეგ ქართული დელეგაცია ქალაქ ატლანტაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
ქართველი დელეგატები ორგანიზაცია „ინვესტ ატლანტის“ ხელმძღვანელს, კენტ სპენსერს შეხვდნენ. მხარეებმა ეკონომიკურ ჭრილში საქართველოსთან არსებული ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბიზნეს ატლანტას“ წარმომადგენლებმა თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია მცირე ბიზნესის განვითარებისა და ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის რეგულაციებზე, მათ შორის მცირე მეწარმეების წახალისებასა და უმუშევრობის შემცირების საკითხებზე ისაუბრეს.
„ინვესტ ატლანტა“ ქალაქ ატლანტის სამთავრობო დაწესებულებაა, რომლის მიზანსაც შეადგენს ატლანტის ეკონომიკის და გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რათა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის გაზრდილი შესაძლებლობები და ქალაქის განვითარება უზრუნველყოს.
ასევე გაიმართა შეხვედრა ქალაქ ატლანტის ქართულ დიასპორასთან. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ატლანტაში საქართველოს საპატიო კონსული, ჯომ ჰოლი, განხილული იქნა 2017 წელს ატლანტა – თბილისის დაძმობილების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კულტურულ ღონისძიებებში ქართული დიასპორის მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები