"რადიო თავისუფლების" ბაღდადის ბიუროს უფროსი მოკლეს

  “რადიო თავისუფლების” ბაღდადის ბიუროს უფროსი მოჰამედ ბდაივი ოვაიდი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. “მოჰამედ ბდაივი ოვაიდი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი სროლის შედეგად მოკლეს, როდესაც ჩვენი კოლეგა სამსახურიდან ბრუნდებოდა. სროლა შაბათს პრეზიდენტის სასახლის ახლოს, კარადის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა სამხედრო პატრულმა განახორციელა. მიმდინარეობს ინცინდენტის გამოძიება. ჰასან რაშიდის ჟურნალისტური ფსევდონიმით ცნობილი ოვაიდი ჟურნალიზმის ასოცირებული პროფესორი იყო ბაღდადის ალ მუსტაანსირიის უნივერსიტეტში. იგი 1993 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე მედია საშუალების სარედაქციო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე”, – წერს “რადიო თავისუფლება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები