თინათინ ხიდაშელი: იმედი მაქვს, რომ ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგი იქნება ობიექტური და სამართლიანი

იმედი, მაქვს, რომ ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგი იქნება ობიექტური, სამართლიანი და იმ რეალობის ამსახველი, რაც 2008 წლის აგვისტოში დადგა საქართველოში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა.
“საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ტეროტიორიაზე, უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყვეს ეთნიკური წმენდა. ეს არის ცალსახა, ეს არის ხილული. ამის შედეგებს ჩვენ ყოველდღე ვიმკით. ოკუპანტმა ძალამ, რამდენიმე ქართული სოფელი, პირდაპირი მნიშვნელობით, გაგვიბულდოზერა. ეს არის თემები, რაზეც საუბარს ბუნებრივია ვერ ასცდება გამოძიების დროს ჰააგის პროკურორი და რომელზეც საქართველო პასუხს წლებია ელოდება.
მისასალმებელია, რომ ჰააგის პროკურორის გამოსაძიებელი თარიღის ვადები იმაზე ფართოა, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადებული ომის თარიღი და 10 ოქტომბრამდე თარიღს ფარავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ეთნიკური წმენდა, სწორედ, ომის აქტიური ფაზის დამთავრების შემდეგ მოხდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ავტორიტეტული სასამართლოს მიერ მოხდება იმის შეფასება, რაზეც ბოლო რვა წლის განმავლობაში არ სრულდება სპეკულაციები,” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა „2030“-ში .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები