თურქეთში მოკლული პირების ვინაობა ცნობილია

თურქეთში მოკლული ადამიანების ვინაობა ცნობილია. როგორც უცხოური მედია იუწყება, დაღუპულები არიან: 56 წლის ემა შარიპოვა, მისი და – 46 წლის ელნაზი და ერთ-ერთის შვილიშვილი, 19 წლის საჰიპ შარიპოვი.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრები ბინაში იპოვეს. ემა შარიპოვას და საჰიპ შარიპოვს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი, ელნაზ შარიპოვა კი გაგუდული იყო.
შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დუზჯეში მოხდა, რომელიც სტამბოლიდან დაახლოებით 228 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები