გურამ ადამაშვილი – გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებმა ცხადყო, რომ ენმ-მ თავისი პოლიტიკური გზა დაასრულა

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი აცხადებს, აღნიშნულ არჩევნებს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და განიხილებოდა ერთგვარ გენერალურ ტესტად 2016 წლის საპარლამენტო არჩვნების წინ.
მისივე თქმით, არჩევნებმა ცხადყო, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გზა დასრულებულია.
“გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩვნებმა ცხადად დაანახა საზოგადოებას არა მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის პოლიტიკური განწყობა, არამედ მთლიანად საქართველოსი. არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, სამართლიანად და გაიმარჯვა კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატმა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო იმედი, რომ ეთნიკურ უმცირესობებში მაინც ექნებოდა პარტიას მხარდაჭერა, არ გამართლდა. მე ვფიქრობ, რომ შედეგებით ყველაფერი ნათელია – ამ ოპოზიციურმა ძალამ დაასრულა თავისი მოღვაწეობის გზა” – აცხადებს “პოზიცია”-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ადამაშვილი მოუწოდებს არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, გოჩა ჯამარაულს, რომ ყველაფერი გააკეთოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ, სწორად გამოიყენოს ის ადამიანური თუ ბუნებრივი რესურსი, რაც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია და მისცეს მას გავითარების საშუალება.
შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე არჩევნები ორი დღის წინათ ჩატარდა და მასში ხმების 70.15% “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა გოჩა ჯამარაულმა აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები