ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის მასალებს გრიფით საიდუმლო დაადეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის დაახლოებით ათასი გვერდი გაასაჯაროვა. ამ დოკუმენტიდან 37 გვერდს კი გრიფით საიდუმლო დაადეს. საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერის’’ ინფორმაციით, აღნიშნული წერილებიდან 17 აშშ-ის ის პრეზიდენტთან მიმოწერას ეხება. რაზე საუბრობდნენ ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები