დავით ნარმანია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის გათავისუფლებას ეხმაურება

თბილისის მერიაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა.
ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ფაქტს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ეხმაურება.
მისი თქმით, გადაადგილებები მერიაში მუდმივად მიმდინარეობს და განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.
„ეს არის უმნიშვნელო გადაადგილება, რომელსაც ყოველთვის აქვს ადგილი. ასე რომ, არსებითი სახეცვლილება არ არის დაგეგმილი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პაატა ჯაჭვლიანი დავით ნარმანიას კადრი იყო და ადმინისტრაციამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები