“პოზიციას” ორგანიზებით, “Club EGOIST”-ში საქველმოქმედო ლათინური მუსიკის საღამო გაიმართება (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია”-ს ორგანიზებით, 31 იანვარს, 21:00სთ-ზე, Club EGOIST – ში, რიგით მე-8 საქველმოქმედო პროექტი, სახელწოდებით „ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” გაიმართება.
საქველმოქმედო ღონისძიება 8 წლის ლუკა გავაშელიშვილის დასახმარებლად ჩატარდება, რომელსაც აქვს ცერებრალური დამბლა. ლუკას წლინახევრის ასაკში ჩაუტარდა ვაქცინაცია. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მხედველობისა და სიარულის პრობლემა გაუჩნდა. ამ ეტაპზე, გადის სარეაბილიტაციო კურსს და სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები. ოჯახს არ აქვს სახსრები საიმისოდ, რომ პატარა ლუკას მკურნალობის პროცესი ფინანსურად უზრუნველყოს. საქველმოქმედო საღამოზე, საზოგადოების წინაშე ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, მაესტრო მორისი და DJ PANDA წარსდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები