რა სკანდალში გაეხვია ვიტალი ჩურკინი?
რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი CNN-ის წამყვან ჟურნალისტს – ქრისტინა ამანპურს დაუპირისპირდა. უთანხმოების მიზეზი რუსი დიპლომატის ქალიშვილი გახდა, რომელიც ნიუ – იორკში ტელეარხ “რაშა თუდეის” ჟურნალისტია. კრისტინა ამანპურმა საკუთარ გადაცემაში აღნიშნა, რომ ჩურკინის მიწვევა სურდა, თუმცა უარი მიიღო.
“ალბათ მას შეეშინდა უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა”,- განაცხადა ამანპურმა. მან ისიც აღნიშნა, რომ უხერხულ კითხვებზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელსაც მოუწია პასუხების გაცემა.
“ეს კითხვები ჩურკინის ქალიშვილმა დაუსვა. რომელ ჟურნალისტურ ობიექტურობაზეა საუბარი ასეთი ნათესაური კავშირისას”,- აღნიშნა ამანპურმა.
ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტს საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არც ერთი კითხვა მას კომფორტს არ დაურღვევს.
“გამახსენდა, რომ თქვენ ცოლად სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს გაჰყევით, რა მოუვიდა მაშინ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას“? – წერს ჩურკინი CNN-ის ჟურნალისტს.