“ზიკას” ვირუსის ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს

“ზიკას” ვირუსის ვაქცინაზე მომუშავე ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს,- ამის შესახებ ,,ბი-ბი-სი” იტყობინება.
როგორც ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ვაქცინა უკვე გამოსცადეს საშუალო ზომის ცხოველებზე. წლის მეორე ნახევარში კი მას ადამიანზეც გამოსცდიან.
,,ზიკას” ვირუსი, ძირითადად, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული, განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ბრაზილიაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნული ვირუსით შესაძლოა, უკვე 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი იყოს დაინფიცირებული. დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-სა და დანიაშიც. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის. მის სიმპტომებს სიცხე, თავის ტკივილი და კონიუნქტივიტი წარმოადგენს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მას სიმპტომები არ აქვს, რის გამოც რთულია მისი გამოვლენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები