თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას ტოვებს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი თანამდებობას ტოვებს. როგორც “კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ჯაჭვლიანის მიერ პოსტის დატოვება მერიაში მიმდინარე შიდასაკადრო გადაადგილებას უკავშირდება.
მათივე განცხადებით, პაატა ჯაჭვლიანი მუშაობას თბილსის მერიაში, სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს.
მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულებას ის 1 თებერვლამდე გააგრძელებს.
პაატა ჯაჭვლიანს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პოსტამდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ებარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები