პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კიდევ ერთხელ კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე

რუსეთი 2018 წლისთვის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. თუმცა როგორც მოქმედი პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კიდევ ერთხელ კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
“არჩევნებამდე ორი წლით ადრე ამაზე საუბარი ჩვენთან არ არის მიღებული. საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. რუსეთისგან განსხვავებით, აშშ-ში, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება გაცილებით ადრე იწყება.”, – აღნიშნა პესკოვმა.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს 2000-2008 წლებში იკავებდა. მესამე ვადით იგი 2012 წელს აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები