ირაკლი სესიაშვილი: გამოძიება სრულფასოვნად უნდა ჩატარდეს და თუ ვინმე იქნება დასასჯელი, პასუხისგება მოუწევს

გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად და ამის შემდეგ, თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს პასუხისგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კითხვის – ცენტრალურ აფრიკაში ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, უნდა დადგეს თუ არა ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი – საპასუხოდ განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირველ რიგში, გამოძიება უნდა დასრულდეს.
“ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად და ამის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხისგება. მთავარია, ჩვენი – შეიარაღებული ძალების პრესტიჟი იყოს დაცული. თითოეული ჯარისკაცის და ოფიცრის უფლებები უნდა იყოს დაცული. დასკვნების გამოტანა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა სესიაშვილმა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები