შვეიცარიაში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით საერთაშორისო მოლაპარაკებები იწყება

ჟენევაში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით საერთაშორისო მოლაპარაკებები იწყება,- ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ სირიის გაერთიანებული ოპოზიციის უმაღლესი კომიტეტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. 28 იანვარს სირიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის მოსახლეობას ვიდეომიმართვა გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა ჩაიშალოს.
18 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის სამშვიდობო პროცესის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი. გეგმის მიხედვით, გაეროს ორგანიზებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები