„ზიკას“ ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ზიკას“ ვირუსის გავრცელების ტემპს საგანგაშოს უწოდებს. ვირუსის შემთხვევები უკვე 23 ქვეყანაში გამოვლინდა.
ჟენევაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, „ზიკას“ ვირუსით შესაძლოა, 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდესო. 3 შემთხვევა ნიუ-იორკში დადასტურდა. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში კი უკვე მასშტაბურ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ.
კოსტა რიკისა და ჩილეს აეროპორტებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მგზავრთა სამედიცინო შემოწმება დაიწყეს. „ზიკას“ ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან ის ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები