ირანი დასავლეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმარება

ირანის პრეზიდენტი დასავლეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება, – განცხადება ამის შესახებ ჰასან როუჰანიმ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრისას გააკეთა.
მოლაპარაკების მთავარი თემა გლობალური ტერორიზმი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ირანის ლიდერს მიაჩნია, რომ სირიის 5-წლიან კრიზისზე პასუხისმგებელი არა ბაშარ ალ ასადი, არამედ სუნიტი მებრძოლები და მათი მხარდამჭერები არიან, რომლებიც მათ იარაღს აწვდიან და ტერორისტებისგან ნავთობს ყიდულობენ.
შეხვედრაზე ფრანსუა ოლანდთან საუბარი ბირთვულ შეთანხმებასაც შეეხო. ჰასან როუჰანიმ პირობა დადო, რომ თეირანი სრულად შეასრულებს ვალდებულებებს და შეთანხმების ხელმომწერი სხვა მხარეებისაგანაც იგივეს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები