„რუსეთის მთელს ტერიტორიაზე დასავლური ფილმები უნდა აიკრძალოს“

  რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია მთელი რუსეთის მასშტაბით დასავლეთის ფილმების ჩვენების კინოთეატრებსა და ტელევიზიებში აკრძალვა. ეს დაეხმარება მართლმადიდებლური კულტურის აღდგენას და დააზარალებს დასავლური ელემენტების ჯიბეებს, რომლებიც ძირს უთხრიან რუსეთის ფონდებს, რეკლამას უკეთებენ რუსული ახალგაზრდებისთვის შეუფერებელ გამოსახულებას.
მედინსკიმ ასევე შეგვახსენა, რომ საბჭოთა კავშირში მოქმედებდა კვოტა ამერიკულ ფილმებზე, რომლის მიხედვითაც ერთი წლის განმავლობაში აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში გადაღებულ 6 ფილმზე მეტის ჩვენება არ შეიძლებოდა.
დასავლეთის იდეოლოგიის სრული აკრძალვა ჩვენი საზოგადოების მართალ ნაწილს სასიკეთოდ წაადგება, ახალგაზრდობას სწორად აღზრდაში დაეხმარება, რათა რუსული კინოს დონემ ჰოლივუდის დონეს ბევრად გაუსწროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები