თელავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების ეფექტიანი მართვის შესახებ პროექტი განხორციელდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურსა და თელავის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის რწმუნებულებსა და წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენს ნარჩენების ეფექტიანი მართვის დანერგვის კუთხით ადგილობრივი მთავრობის როლის საკითხების განხილვა.
შეხვედრა USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი მიზნად ისახავს ორ სამიზნე რეგიონში: კახეთის მუნიციპალიტეტსა და აჭარაში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების, ადგილობრივი ბიზნესის, თემებისა და მუნიციპალიტეტების დახმარებას ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაში.
თელავის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში მიმდინარეობს პილოტური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მუნიციპალური ნარჩენების მართვის სეპარირებული სისტემის დანერგვის გზით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რწმუნებულების როლი, პასუხისმგებლობა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის კუთხით ის მოთხოვნები და ვალდებულებები, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები