მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში „ზიკას“ ვირუსზე მსჯელობენ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, „ზიკას“ ვირუსის გამო, განგაშს აცხადებს. პრევენციული ზომების მისაღებად და რისკების შესაფასებლად, ორგანიზაციაში საგანგებო შეხვედრა დაინიშნა. პარალელურად, ახალი საშიში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება სამხრეთ ამერიკაში, სადაც დაავადება ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.
„ზიკათი“ ინფიცირების ფაქტები ევროპაშიც ფიქსირდება. „ზიკას“ ვირუსის გამო, ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები