„ზიკას“ ვირუსის გამო, ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა – ვირუსის შემთხვევა უკვე დანიაშიც დაფიქსირდა

ლათინური ამერიკის, აშშ-ს, ბრაზილიის და არგენტინის შემდეგ, „ზიკას“ ახალი ვირუსის შემთხვევა უკვე დანიაშიც დაფიქსირდა.
დანიის მოქალაქეს ვირუსის შემთხვევა უკვე ლაბორატორიულად დაუდასტურდა. დაინფიცირებული დანიაში მექსიკიდან დაბრუნდა. ექიმები ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას ექვემდებარება.
„ზიკას“ ვირუსის გამო, ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში, აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
„ზიკას“ ვირუსი ყველაზე მეტად ლათინური ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები