ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს ეძებენ

ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, – ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვერტმფრენი, რომლითაც ერთი წლის ბავშვი, დედასთან ერთად, რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რადარებიდან გუშინ ღამით გაქრა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, სამუშაოებში 500 ადამიანი და 70 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ბორტზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მფრინავი, ორი ექიმი, ქალი და ბავშვი. ვერტმფრენის ნამსხვრევები და დაღუპულთა ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები