ფემინისტებმა საფრანგეთში ირანის პრეზიდენტის ვიზიტი გააპროტესტეს (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთში მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტები ირანის პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებენ. მოძრაობის წევრებმა ეიფელის კოშკის მახლობლად მდებარე ხიდზე ჩამოხრჩობის ინსცენირება მოაწყვეს და გიგანტური პლაკატი გამოფინეს წარწერით – „თავისუფლების ჯალათი“.
ამ ფორმით ფემინისტებმა ირანში სიკვდილით დასჯის ხშირი შემთხვევები გააპროტესტეს. მათ ასევე მოუწოდეს საფრანგეთის ლიდერს, რომ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი წამოსწიოს.
ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი პარიზში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მოლაპარაკებების დროს ის რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს.
12596075_1119729494738560_30465568_n 12606711_1119729511405225_1184494393_n 12606974_1119729501405226_1363206730_n 12648132_1119729498071893_1415834845_n 12650560_1119729514738558_1775263666_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები