“ზიკას“ ვირუსის შემთხვევა არგენტინაშიც დაფიქსირდა

არგენტინაში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური დაავადება ბუენოს-აირესში მცხოვრებ 23 წლის ქალს აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, ის კოლუმბიაში ყოფნის დროს დაინფიცირდა.
„ზიკას“ ვირუსი ლათინური ამერიკის ქვეყნებში აფრიკიდან გავრცელდა. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაშია გამოვლენილი. ამერიკელი მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, რადგან „ზიკას“ ვირუსმა შესაძლოა, პანდემიის სახე მიიღოს. ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება და განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, ვინაიდან ის ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს. ბრაზილიაში ამ სინდრომის 4 ათასზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები