შვედეთი 80 ათასამდე მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს

შვედეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 80 ათასამდე მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ.
შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროცესს, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება და ამისთვის ჩარტერულ რეისებს გამოიყენებენ. 2015 წელს შვედეთს თავშესაფრის მოთხოვნით 160 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ამ დროისთვის 60 ათასამდე განაცხადია განხილული და ხელისუფლებამ მათი 55 პროცენტი დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები