ტურჩინოვი: უკრაინა დაიცავს საკუთარ ტერიტორიას
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
“უკრაინა დაიცავს საკუთარ ტერიტორიას”, – განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, უმაღლესი რადას წარმომადგენელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა. “ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრის შემთხვევაში ბრძოლას დავიწყებთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა და მის დაცვაში ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა”, – განაცხადა ტურჩინოვმა. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობა უკრაინის დამოუკიდებელი სუვერენული ტერიტორიის – ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპისა და ცივილიზებული კაცობრიობის გამოწვევაა.