აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელი: პუტინი ეხმარება მათ, ვინც მას მოემსახურება

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ შუბინმა, რუსეთის პრეზიდენტის კორუფციულ გარიგებებთან კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის ამ ტიპის საქმიანობების შესახებ აშშ დიდი ხანია საქმის კურსშია. როგორც შუბინმა „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტი პუტინი ეხმარება მხოლოდ მათ, ვინც მას მოემსახურება.
“კრემლის ლიდერი ხელფასის სახით წელიწადში 110 000 დოლარს იღებს, რაც მისი რეალური შემოსავლის პატარა ნაწილია. მას დიდი გამოცდილება აქვს იმისა, თუ როგორ დამალოს საკუთარი ქონება. ჩვენ ვნახეთ, როგორ ამდიდრებს ის თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს და მოწინააღმდეგეების მარგინალიზაციას ახდენს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროზეა საუბარი – ენერგორესურსებზე თუ სახელმწიფო კონტრაქტებზე. პუტინი ეხმარება მათ, ვინც მას მოემსახურება”, – აღნიშნა შუბინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები