ყაზახეთში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია

ყაზახეთში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ბიბისი” ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.
ვერტმფრენი, რომლითაც ერთი წლის ბავშვი დედასთან ერთად რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რადარებიდან გუშინ ღამე გაქრა.
სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გავრცელებული ცნობით, სამუშაოებში 500 ადამიანი და 70 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
ბორტზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის მფრინავი, ორი ექიმი, ქალი და ბავშვი.
ვერტმფრენის ნამსხვრევები და დაღუპულთა ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები