თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელმა ფონდ „ღია საზოგადოების“ წევრი და ევრაზიის რეგიონული დირექტორი ლეონარდ ბენარდო, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვი მიიღო.
თინათინ ხიდაშელმა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები გააცნო და ამ პროცესებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ესაუბრა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზეც ისაუბრეს.