საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქარელში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქარელში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები,

“თოვლის ბაბუამ და ელფებმა პატარების განწყობაზე იზრუნეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ:
მარიკო ებრალიძე
მაია ბარათაშვილი და ჯაზ ტრიო
ზაზა მარჯანიშვილი და ნალი ბენდი
ჯგუფი ოჩოს ქოხი

ღონისძიება დასრულდა საზეიმო ფოიერვერკით,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები