ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მოსულმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა(ფოტო)

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მოსულმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი დღეა ინტენსიურად იწმინდება როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე, საუბნო საავტომობილო გზები, თუმცა გადაუღებელი ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტი კვლავ შეფერხებით გადაადგილდება.

“გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე, კერძო სექტორიც.

სამუშაოების მონიტორინგს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები ახორციელებენ.

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია პერიოდულად არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები