ეკა სეფაშვილი: ბაზარზე აშკარად მოქმედებს კარტელური გარიგებები, რაც არის დანაშაული არა მარტო ჩვენი ბაზრის და ამჟამინდელი არსებული ვითარების გათვალისწინებით
კარტელური გარიგებების დაუშვებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან განაცხადა, სურსათზე ფასების დარეგულირების მიზნით, კარგი იქნება იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც მსგავსი გარიგებების თავიდან აცილების მიზნით, მოქმედებს არაერთი საკანონმდებლო აქტი.
ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარტელური გარიგებები არის დაუშვებელი და თავისუფალი ბაზრის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა სამართლებრივი სივრცის გაჯანსაღება.
„როგორც ვხედავთ ბაზარზე აშკარად მოქმედებს კარტელური გარიგებები, რაც არის დანაშაული არა მარტო ჩვენი ბაზრის და ამჟამინდელი არსებული ვითარების გათვალისწინებით, არამედ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობისა და საბაზრო ეკონომიკისათვის. კარტელური გარიგებები არის დაუშვებელი. ამის შესახებ მოქმედებს არაერთი საკანონმდებლო, აქტი როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში.
ვფიქრობ, კარგი იქნება მათი გამოცდილების გაზიარება და დანერგვა საქართველოს სამართლებრივ სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის გაჯანსაღებას და სამართლიანი კონკურენციის დამყარებას,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.