“სემეკი” ინფორმაციას ავრცელებს
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის 2025 წელი მაღალი დატვირთვით, ეფექტიანობით და მოქალაქეებზე ორიენტირებული სწრაფი რეაგირების პრაქტიკით გამოირჩეოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სემეკი” ავრცელებს” და სტატისტიკას აქვეყნებს.
“ძირითადი სტატისტიკა (2025)
დამცველის სამსახურში შემოვიდა 1055 განცხადება, მათ შორის საოქმო ჩანაწერი 418.
გაწეული კონსულტაციები:
სოციალური ქსელების, ცხელი ხაზისა და ადგილზე მომსახურების გზით — 30 000-ზე მეტ მოქალაქეს
ეფექტური თანამშრომლობა VIBER/WHATSAPP- ჩატის ფორმატით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“. აღნიშნული კომუნიკაცის შედეგად 250 შემთხვევაზე დროული რეაგირება განხორციელდა.
მოქალაქეებისათვის ჩამოწერილი თანხა: 188 583 ლარი.
*განცხადებები სექტორების მიხედვით:
სასმელი წყლის სექტორი — 505 განცხადება;
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ — 313;
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ — 185;
შპს „ბათუმის წყალი“ — 5;
შპს „ქობულეთის წყალი“ — 1;
შპს „მარნეულის წყალი“ — 1
*ელექტროენერგიის სექტორი — 442 განცხადება
სს „ენერგო პრო ჯორჯია“ — 342
სს „თელასი“ — 60
შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ — 31
სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ — 9
*ბუნებრივი გაზის სექტორი — 106 განცხადება
შპს „თბილისი ენერჯი“ — 63
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ — 22
სს „საქორგგაზი“ — 19
შპს „თელავგაზი“ — 2
* ირიგაციის სექტორი — 2 განცხადება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ — 2”, – აცხადებენ “სემეკში”.