ტუსკი: მშვიდობის დამყარება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი – უკრაინას ტერიტორიული დათმობები მოუწევს

უკრაინაში მშვიდობის დამყარება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი,- ამის შესახებ „როიტერის“ ცნობით , პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„მშვიდობა ჰორიზონტზეა. რა თქმა უნდა, მოხდა მოვლენები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ ამ ომის სწრაფ დასრულებაზე“, – თქვა ტუსკმა.

მან აღნიშნა, რომ მშვიდობა მიღწეული იქნება არა მომდევნო თვეებში, არამედ მომდევნო კვირებში.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა კონფლიქტის სწრაფი დასრულების იმედს იძლევა, თუმცა უკრაინას ტერიტორიული დათმობები მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები