“ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გეგმავდა მშვიდობიან, უსაყვარლეს გადატრიალებას, როგორც თავად უწოდებენ” – წილოსანი
“ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გეგმავდა მშვიდობიან, უსაყვარლეს გადატრიალებას, როგორც თავად უწოდებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
“თუ ადამიანი კონკრეტული დანაშაულისთვის არის ბრალდებული, მიუხედავად მისი პოლიტიკური საქმიანობისა, რა თქმა უნდა, ის არის დამნაშავე და არა პოლიტიკური პატიმარი.
ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გეგმავდა მშვიდობიან, უსაყვარლეს გადატრიალებას, როგორც თავად უწოდებენ. ამისთვის ქრთამს აძლევდა კონკრეტული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ამაზე მეტი დადასტურება არ არსებობს იმისა, თუ რა გეგმა ჰქონდათ და რისთვის აქვს მას ბრალი წარდგენილი”, – განაცხადა წილოსანმა.