“სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი” – სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ,,წითელი ხიდის” სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სადახლოს” დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ა.გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.გ-მ სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
“სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულის მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.