“ის ფაქტი, რომ ხელისუფლება იბრძვის – საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში” – ვოლსკი

“ის ფაქტი, რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

კერძოდ, ის ოთარ ფარცხალაძის საქმეს გამოეხმაურა.

„რადგან ფარცხალაძის მიმართ არის გარკვეული ბრალდებები და უფრო სერიოზული ბრალდებები მთელი რიგი მაღალჩინოსნების მიმართულებით, გამართლების ახალი მიზეზი მოიფიქრეს. ეს დამატებით ფაქტორს ქმნის არა სწორი ანალიზის, არამედ იმის, რომ საზოგადოებას უთხრან, რომ ხელისუფლება თვითონვე ვერ გამოავლენდა ამ დანაშაულებს, რომ არ იყოს მათი ბრალი.

ახლა ახალი დეზინფორმაცია აქვთ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ვეღარ იცავს ფარცხალაძეს, ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება ახალგაზრდა მთავრობა და ა.შ. ახალი ისტერიული გამართლება მოიგონეს იმ სწორი ხაზის საპირისპიროდ, რომელსაც ხელისუფლება მიჰყვება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები