ანსამბლი “დიდგორი” მსმენელის წინაშე ქართული ფოლკლორით წარდგა
ქარელის კულტურის სახლში, ანსამბლ “დიდგორის” კონცერტი გაიმართა.
ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონცერტზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, როგორც ცნობილი, ასევე მივიწყებული ვარიანტები.

მათივე ცნობით, ანსამბლ “დიდგორთან” ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს ქარელის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა.
“ანსამბლი დიდგორი 20 წელზე მეტია ასრულებს ქართულ ტრადიციულ მრავალხმიან სიმღერას.
ღონისძიება გაიმართა კულტურის სამინისტროს, ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე , ვლადიმერ სულაქველიძე,” – წერია ინფორმაციაში.