“თითოეული პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება დაცული და ამისთვის ძალიან დიდ შრომას დებს” – გეკა გელაძე

“თითოეული პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება დაცული და ამისთვის ძალიან დიდ შრომას დებს”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.

„მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ 4 ოქტომბრის მიმდინარე მოვლენები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებმა რამხელა სტანდარტით იმუშავეს და რა პროპორციული ძალა გამოიყენეს. საბედნიეროდ არც ერთი მოქალაქე იმ დღეს არ დაშავებულა. რაც შეეხება პოლიციელებს, 35-მდე პოლიციელი დაშავდა. ნაწილი იყო განსაკუთრებით მძიმე. ჩვენი ექიმების დახმარებით ისინი კარგად გრძნობენ თავს და დღეს ახორციელებენ თავიანთ უფლება-მოვალეობას.

დღეის მდგომარეობით, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საპორტო პუნქტებში შექმნილი გვაქვს სპეციალიზებული დანაყოფები, რომლებიც სრულად არიან ორიენტირებული ნარკოდანაშაულის გახსნაზე. ჩვენ როგორც საზოგადოებას დავპირდით, ძალიან მკაცრ პოლიტიკას ვატარებთ ნარკოდანაშაულის მიმართულებით. სტრუქტურული გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო და ძალიან ეფექტურად მუშაობს აღნიშნული დანაყოფები.

მიმდინარე წელს ჩვენ შევიძინეთ სპეციალიზებული სკანერები, რომელსაც სხვადასხვა გზავნილში აქვს შესაძლებლობა აღმოაჩინოს სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებები“, – განმარტა გეკა გელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები