აზერბაიჯანული ხმა: ქართველებო, გილოცავთ ცხადაძის გაშვებას

აზერბაიჯანული პრესა აქტიურად აშუქებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის მიმდინარე კონფლიქტს. კახა ცხადაძეს რამდენიმეწლიანი მუშაობის პარალელურად ძალიან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან და აი, როგორ გამოეხმაურა მის გათავისუფლებას ერთ-ერთი პოპულარული ვებგვერდის, azerifootball.com-ის დირექცია:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ქართველ ხალხს კახა ცხადაძესთან დაშორებას ვულოცავთ! ჩვენი ვებგვერდი ხშირად აშუქებდა ცხადაძის საქმიანობას აზერბაიჯანში, სადაც ის წლების განმავლობაში იტყუებოდა და ფლანგავდა სპონსორის ფულებს. სხვათა შორის, „ინტერის“ სპონსორი ჯახანგირ გაჯიევი ამჟამად დაპატიმრებულია. სპორტული პრინციპების საწინააღმდეგოდაც, ის თავის ვაჟს, ბაჩანას განგებ აძლევდა ბევრ სათამაშო წუთს, რათა მისი ხელფასი გაეზარდა და თან დამატებითი წუთებისთვის ბონუსების მიეღო. „ინტერში“ 6-წლიანი მუშაობის პერიოდში ცხადაძემ 49 უცხოელი ფეხბურთელი მოიწვია, რომლებთანაც ახლო ურთიერთობები აკავშირებდა და მათგან მხოლოდ 5-6 თუ იყო გადახდილი თანხის შესაბამისი დონის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას მართებდა, გაცილებით ფრთხილად მოჰკიდებოდა ამ საკითხს. აზერბაიჯანში ყოფნის დროს ცხადაძემ ძალიან დიდი შუღლი გააღვივა ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებაში, პრესა კი სამართლიანად უცხადებდა მას ბოიკოტს. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ადრე თუ გვიან ცხადაძე საქართველოშიც გამოავლენდა თავის ხასიათს და სანანებლად გაუხდიდა ქართველ საზოგადოებას ამ საპატიო პოსტზე დანიშვნას. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია“.

წყარო: “პირWელი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები