ისრაელის პრემიერი გაეროს გენერალურ მდივანს ტერორიზმის წახალისებაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალურ მდივანს ტერორიზმის წახალისებაში ადანაშაულებს. პრემიერის განცხადებით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს. პალესტინელებს კი მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურთ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პალესტინელების წინააღმდეგობა ისრაელის ოკუპაციაზე, ბუნებრივია, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ ექსტრემიზმისა და ზიზღის გაღვივებას უწყობს ხელს, რაც სამშვიდობო პროცესისთვის დამღუპველია. გაეროს გენერალურმა მდივანმა ისრაელს მოუწოდა, შეაჩეროს იუდეასა და სამარიაში დასახლებების მშენებლობა, რადგან ის პრინციპს, რომელიც ორი ერისთვის ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები