„ზიკას“ ვირუსის შემთხვევა ბრაზილიის შემდეგ აშშ-შიც დაფიქსირდა

აშშ-ში ვირუს „ზიკას“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ვირუსით ვირჯინიის შტატის მცხოვრებია დაინფიცირებული. შტატის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინფექციის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ამჟამად ვირუსის გადამტანი კოღოების სეზონი არ არის.
„ზიკას“ ვირუსის პრევენციის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებთან კონსულტაციები გამართა. თეთრი სახლის ლიდერმა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ვირუსი „ზიკა“ იწვევს ცხელებას, თავის ტკივილს, ღებინებას. ორსულობის პერიოდში დაინფიცირების შემთხვევაში, ბაშვები მიკროცეფალიის დიაგნოზით იბადებიან. ვირუს „ზიკათი“ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად ბრაზილიაშია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები