ირანის პრეზიდენტის ვიზიტის გამო, რომში შიშველი ქანდაკებები შეფუთეს

ირანის პრეზიდენტის ვიზიტის გამო, რომში ანტიკური ქანდაკებები შეფუთეს. გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის პატივისცემის ნიშნად მიიღო.
მუზეუმებსა და შენობებში, სადაც ჰასან როუჰანი იყო მიწვეული, შიშველი ქანდაკებები სპეციალურ ყუთებში მოათავსეს. ამის გარდა, ირანის ლიდერისთვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სტუმრებს ღვინითაც არ გაუმასპინძლდნენ, რადგან ირანში ალკოჰოლი მკაცრად აკრძალულია.
ჰასან როუჰანის რომში ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დასავლეთმა ირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. ვიზიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტმა ათობით შეთანხმება და კონტრაქტი გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 17 მილიარდს აღწევს.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ როუჰანი რომის პაპმაც მიიღო. პაპმა ფრანცისკემ ირანის ლიდერს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები